მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელ ნახევარმცველს, იოზუა კიმიხს "ბარსელონას" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას უკავშირებდნენ, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 28 წლის ფეხბურთელის გადაბირება ვერ შეძლეს.
ახლა SPORT1-ის ჟურნალისტი, კერი ჰაუ იუწყება, რომ "ბლაუგრანას" შანსი შეიძლება გაისად მიეცეს.
"იოზუა კიმიხის მიერ "ბაიერნთან' ახალი კონტრაქტის გაფორმება ნაკლებსავარაუდოა.
თუ ფეხბურთელი წასვლას გადაწყვეტს, მას საკმაოდ კარგი ვარიანტები იქნებიან. დაინტერესებულნი არიან "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი" და, შესაძლოა, მადრიდის "რეალიც".
გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოთამაშეს სხვაგან გადაბარგების წარმოდგენა შეუძლია,' - წერს ჰაუ.
შეგახსენებთ, რომ კიმიხს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე იგი 75 მილიონ ევროდაა შეფასებული.
მიმდინარე სეზონში იოზუას ანგარიშზე 14 მატჩში გაკეთებული 5 ასისტია.