2 წლის და 2 თვის წინ
რა ბედი ელის ანსუ ფატის? - უახლოესი ცნობები
რა ბედი ელის ანსუ ფატის? - უახლოესი ცნობები

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, ანსუ ფატი “ბრაიტონში” გაანათხოვრა.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” მზად არის, რომ ესპანელო ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდოს.

“ბლაუგრანას” ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვა აუცილებლად სჭირდება და ფატის ვარიანტი ესპანურ გუნდს ხელს აძლევს. 

კატალონიურ გუნდს დიდი იმედი აქვს, რომ ფატი გოლების გატანას გააგრძელებს და სარფიან ფასადაც გაიყიდება.

ცნობისთვის, ანსუმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები