2 წლის და 2 თვის წინ
“ჩელსისა” და “ბარსელონას” კიდევ ერთი სატრანსფერო ბრძოლა! - ამჯერად სამიზნე ფლორიან ვირცია
“ჩელსისა” და “ბარსელონას” კიდევ ერთი სატრანსფერო ბრძოლა! - ამჯერად სამიზნე ფლორიან ვირცია

როგორც მოგეხსენებათ, “ლევერკუზენის” 20 წლის გერმანელი ნახევარმცველი, ფლორიან ვირცი საკმაოდ კარგ ფორმაშია. შესაბამისად, ახალგაზრდა მოთამაშის მიმართ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვირცი ლონდონის “ჩელსისა” და კატალონიის “ბარსელონას” სამიზნეა.

ამ შემთხვევაში, ლონდონური გუნდი უდავო ფავორიტად მიიჩნევა, გამომდინარე იქიდან, რომ ვირცის ფასი 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ცნობისთვის, ფლორიანმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები