1 წლის წინ
"მუდამ მემახსოვრება" - მესიმ თავისი საყვარელი გოლი დაასახელა
"მუდამ მემახსოვრება" - მესიმ თავისი საყვარელი გოლი დაასახელა

ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ თავისი კარიერის საყვარელი გოლი დაასახელა.

"ყოველთვის იმას ვამბობ, რომ განსაკუთრებული გოლები ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში გადის. ვფიქრობ, გამორჩეული გოლები იმავდროულად ყველაზე მნიშვნელოვნები არიან.

გოლი, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება და ძალიან მომწონს, მისი მნიშვნელობის გამო, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გავიტანე "ბერნაბეუზე" გამართულ მატჩში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ჩვენ ანგარიშით 2:0 მოვიგეთ," - იხსენებს ლეო.

ხსენებული გოლი "ლა პულგამ" 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში შეაგდო. იმ თამაშში მესიმ დუბლი შეასრულა, განსაკუთრებით ლამაზი კი მეორე გოლი გამოდგა, როცა მან "სამეფო კლუბის" რამდენიმე ფეხბურთელს დრიბლინგით აუარა გვერდი.

საბოლოო ჯამში, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ის სეზონი სწორედ კატალონიელთა ტრიუმფით დასრულდა. "ბარსამ" ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგო, 3:1.


Facebook კომენტარები