logo

მესიმ "ბარსელონას" ვარსკვლავს ულტიმატუმი წაუყენა

მესიმ "ბარსელონას" ვარსკვლავს ულტიმატუმი წაუყენა

მიმდინარე წლის თებერვალში "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ყველას გაოცება კიდევ ერთხელ მოახერხა და "ლეგანესიდან" დანიელი ფორვარდი, მარტინ ბრეითუეტი გადმოიბირა.

პრაქტიკულად უფორვარდოდ დარჩენილ "ბლაუგრანას" ცხრიანის დამატება მართლაც სჭირდება, მაგრამ კატალონიელებმა თავიანთი სამიზნეებიდან ისეთი ამოარჩიეს, რომელსაც ყველაზე ნაკლები პრესა ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, 28 წლის მარტინმა დიდებული შთაბეჭდილება დატოვა და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ჩატარებულ შეხვედრებში აქტიურობით გამოირჩა.

ამასთან დაკავშირებით Don Balon ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრაითუეტის აქტიურობა შეამჩნია ლეო მესიმაც.

წყაროს თანახმად, "ლა პულგას" მოსწონს დანიელი და იმ შემთხვევაში, თუ იგი იმავე დონეზე გააგრძელებს ასპარეზობას, "კამპ ნოუზე" კიდევ 1 წლით დარჩება.

სხვა შემთხვევაში კი მას კატალონიასთან გამომშვიდობება მოუწევს.

3 თვის წინ
1575 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ