2 წლის და 2 თვის წინ
"მას ეს ვუთხარი" - ბონმატი დაჯილდოებაზე მესის ეხუმრა
"მას ეს ვუთხარი" - ბონმატი დაჯილდოებაზე მესის ეხუმრა

როგორც მოგეხსენებათ, France Football-მა 2023 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი, აიტანა ბონმატი დაასახელა.

ოქროს ბურთის მფლობელი ბონმატი დაჯილდოებაზე ამ პრიზის უკვე რვაგზის გამარჯვებულს, ლიონელ მესის გადაეყარა.

არგენტინელ ლეგენდასთან დიალოგის შესახებ აიტანა Diario Sport-ს ესაუბრა.

"მესის ვუთხარი: "გილოცავ შენს პირველ ოქროს ბურთს!" და მას გაეცინა.

ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. დაჯილდოების დაწყებამდეც ვლაპარაკობდით," - თქვა ბონმატიმ.

შეგახსენებთ, რომ მესის მსგავსად, აიტანაც "ბარსას" აკადემიის აღზრდილია.


Facebook კომენტარები