1 წლის და 10 თვის წინ

"მას ამის ნება არ უნდა მივცეთ" - ვის უფრთხის ჩავი

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის მე-12 სეზონის მატჩს ჩაატარებს და გასვლაზე "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდება.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცს, ჩავი ერნანდესს შეკითხვა "ჩური ურდინის" იაპონელი ვარსკვლავის, ტაკეფუსა კუბოს შესახებ დაუსვეს.
"კუბო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებიც "სოსიედადისთვის" განსხვავებას ქმნიან. მას ფიქრის საშუალება არ უნდა მივცეთ.
ტაკეფუსა ძალიან, ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა," - თქვა ჩავიმ.
მიმდინარე სეზონში 22 წლის გარემარბმა 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა. გემახსოვრებათ, რომ ტაკეფუსა "ლა მასიის" აღზრდილი გახლავთ.
რაც შეეხება ბასკურ-კატალონიურ ჯახს, ის ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 22 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
5 დღის და 16 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 4 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 4 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში