3 წლის და 2 თვის წინ
დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსაში" - ლეოს მამის პასუხი
ავტორი
Aa
მაშინ, როცა "ბარსელონა" ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედს" ეთამაშებოდა, SPORT-მა ლიონელ მესის მამისა და აგენტის, ხორხე მესის განცხადება გაავრცელა.
"პსჟ-ს" მეგავარსკვლავის მამის კომენტარიდან ირკვევა, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის "კამპ ნოუზე" დაბრუნებას არ უნდა ველოდოთ.
"არ ვფიქრობ, რომ მესი "ბარსელონაში" დაბრუნდება. ჩვენი პირობები არ კმაყოფილდება.
პრეზიდენტ ლაპორტასთან არ გვილაპარაკია. "ბარსელონადან" შეთავაზებაც არ ყოფილა," - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ლეგენდას "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
ბოლო ცნობების მიხედვით, მესი პარიზელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, მისი გადაბირების ფავორიტად კი "ინტერ მაიამი" მიიჩნევა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
7 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი