2 წლის და 2 თვის წინ
როკე მწვანე შუქს ელოდება! - რა ხდება ბრაზილიელის თავს
როკე მწვანე შუქს ელოდება! - რა ხდება ბრაზილიელის თავს

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ზაფუხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვიტორ როკე დაიმატა.

კატალონიურმა გუნდმა ფეხბურთელი მის ყოფილ გუნდში “ატლეტიკო პარანაენსეში” გაანათხოვრა.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიტორ როკე და “ატლეტიკო პარანაენსე” “ბარსელონას” პასუხს ელოდებიან.

თუ ყველაფერი დადებითად განვითარდა და “ბლაუგრანამ” ლა ლიგისგან “მწვანე შუქი” მიიღო ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდება.

ცნობისთვის, ვიტორ როკემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები