3 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია: მატჩები, რომლებსაც პედრი გამოტოვებს
ცნობილია: მატჩები, რომლებსაც პედრი გამოტოვებს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" 20 წლის ნახევარმცველმა პედრი გონსალესმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში ტრავმა მიიყო.

ესპანელ ვარსკვლავს დისკომფორტი ბარძაყზე აქვს. კლუბს ჯერ არ უთქვამს, რამდენი ხნით იუქმებს პედრი, თუმცა ესპანური გამოცემები გონსალესს ლაზარეთში ერთი თვით ყოფნას უწინასწარმეტყველებენ.

თუ ეს პროგნოზი გამართლდა, "ბლაუგრანას" რვიანს შემდეგი მატჩების გამოტოვება მოუწევს:

"ბარსელონა" - "კადისი" (ლა ლიგა)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარსელონა" (ევროპა ლიგა)

"ალმერია" - "ბარსელონა" (ლა ლიგა)

"რეალი" - "ბარსელონა" (კოპა დელ რეი)

"ბარსელონა" - "ვალენსია" (ლა ლიგა)

"ატლეტიკი" - "ბარსელონა" (ლა ლიგა)

"ბარსელონა" - "რეალი" (ლა ლიგა)

აქვე აღვნიშნოთ, რომ ლა ლიგის "კლასიკოში" პედრის მონაწილეობა საეჭვოა, თუმცა არა გამორიცხული.

მიმდინარე სეზონში გონსალესმა "ბარსას" მაისური 30 მატჩში მოირგო და 7 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები