2 წლის და 5 თვის წინ
"გამარჯვებას თქვენ იმსახურებდით" - ლაპორტა ფანს გაესაუბრა
ავტორი
Aa
"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა გუნდის მიერ "რეალ სოსიედადთან" მოპოვებულ გამარჯვებას დაუმსახურებლად თვლის.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველი პირი მატჩის შემდეგ "ჩური ურდინის" ახალგაზრდა გულშემატკივარს გაესაუბრა. ამის ამსახველი კადრები TV3-მა მოიპოვა.
"თქვენ ძალიან კარგად ითამაშეთ. გამარჯვებასაც იმსახურებდით.
ეს 3 ქულა გვჭირდებოდა. ხანდახან საქმეში ჩემპიონების იღბალი ერთვება... გილოცავთ," - უთქვამს ლაპორტას.
შეგახსენებთ, რომ სან-სებასტიანელები "ბლაუგრანამ" რონალდ არაუხოს მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ