SPORT გვაუწყებს, რომ უკვე ცნობილია იმ ორი ფეხბურთელის ვინაობა, რომელთა ზაფხულში "ბარსელონადან" აბარგებაც გადაწყვეტილი გახლავთ.
წყაროს თანახმად, კლუბი სერხი რობერტოსა და მარკოს ალონსოს კონტრაქტებს აღარ გაუხანგრძლივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავლენ.
ვეტერანი ესპანელების წასვლა გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ, თუ შემადგენლობაში არსებულ კონკურენციას გავითვალისწინებთ.
მარჯვენა მცველად ჩავი ჟოაუ კანსელუს ან რონალდ არაუხოს ათამაშებს ხოლმე, ნახევარდაცვაში კი კიდევ უფრო მეტი კადრია, რაც რობერტოს გუნდში ყოფნის საჭიროებას აქრობს. დიდად უკეთესი მდგომარეობა არც ალონსოს აქვს, რადგან მარცხენა მცველის პოზიციაზე ალეხანდრო ბალდე უპირობო პირველ ნომრად განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ალონსო "ბარსაში" ასევე თავისუფალ აგენტად მოვიდა. რაც შეეხება გუნდის მოქმედ კაპიტანს, იგი "ლა მასიას" აღზრდილია.