2 წლის და 2 თვის წინ
ეფექტურობა შემცირებულია - რას წერენ ფელიქსზე
ეფექტურობა შემცირებულია - რას წერენ ფელიქსზე

ესპანურმა გამოცემა SPORT-მა "ბარსელონას" პორტუგალიელი თავდამსხმელის, ჟოაუ ფელიქსის ბოლოდროინდელი ფორმის შესახებ დაწერა.

ნაწყვეტში ვკითხულობთ:

"ისე ჩანდა, რომ ჩავიმ ჟოაუ ფელიქსს იდეალური პოზიცია მოუნახა, მაგრამ უკანასკნელ კვირებში მისი ეფექტურობა შემცირებულია. 

პორტუგალიელს, ალბათ, იმიტომ უჭირს, რომ "ბარსა" არ თამაშობს ისეთ ვერტიკალურ ფეხბურთს, როგორსაც "ატლეტიკოში" იყო მიჩვეული, სადაც გაცილებით მეტი სივრცეც ჰქონდა, რათა თავი გამოეჩინა.

გუშინ იგი მოედნიდან გაყვანამაც უკმაყოფილო დატოვა."

შეგახსენებთ, რომ "რეალ სოსიედადთან" შეხვედრაში ჟოაუ 49-ე წუთზე შეცვალეს.

23 წლის შემტევი გუნდში მადრიდის "ატლეტიკოდანაა" განათხოვრებული. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით მან თავი ჯერ 3 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები