1 წლის წინ
4 ფაქტორი, რამაც ჩავი გააბრაზა - "სოსიედადთან" მატჩის გამოძახილი
4 ფაქტორი, რამაც ჩავი გააბრაზა - "სოსიედადთან" მატჩის გამოძახილი

"რეალ სოსიედადთან" მოგებულმა მატჩმა "ბარსელონა" მადრიდის "რეალთან" 2 ქულამდე მიაახლოვა, მაგრამ კატალონიურ გრანდში კმაყოფილი მაინც არავინ ჩანს.

"ბლაუგრანაში" ყველამ შესანიშნავად იცის, რომ გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა. განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმზე ითქმის, სადაც "ჩური ურდინი" სახელოვან მეტოქეს ლამის ყველა ასპექტში სჯობდა.

რა გასაკვირია, ბედნიერი არც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესია.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა, ფერნანდო პოლომ გამოყო ის 4 ფაქტორი, რამაც "ბარსას" მესაჭე გააბრაზა:

1. კატასტროფული სტარტი

2. იშვიათი და ქაოტური პრესინგი

3. დაბალი ინტენსივობა ორთაბრძოლებში შესვლისას

4. გუნდმა მეტოქის კართან საფრთხე მხოლოდ 90-ე წუთზე შექმნა

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" ბასკეთში ჩატარებული გასვლითი შეხვედრა რონალდ არაუხოს მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი თავურით მოიგო.


Facebook კომენტარები