2 წლის და 2 თვის წინ
"ბარსელონას" უახლოესი მიზნები - ჩავის განცხადება
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩს ჩაატარებს და ჰამბურგში დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდება.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მისი გუნდის მთავარ მიზანზე ისაუბრა.
"როგორც უკვე ვთქვი, პირველი მიზანი შემდეგ რაუნდში გასვლაა, მეორე ამოცანა კი - ჯგუფში პირველობა. ხვალ ძალიან კარგი შანსი გვაქვს.
საკუთარი დონე უნდა აღვიდგინოთ. თვითკრიტიკულები ვართ. ჩვენი იდენტობა უნდა გამოვავლინოთ და ამის კეთებას ხვალიდან დავიწყებთ.
მატჩების მოგებას არსებითი მნიშვნელობა აქვს," - თქვა "მაესტრომ".
შეგახსენებთ, რომ "შახტარისა" და "ბარსას" მატჩი ხვალ, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი