2 წლის და 2 თვის წინ
ლევანდოვსკი თავისი თავის აჩრდილია - საშინელი სერია
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში დონეცკის "შახტართან" წააგო. ჰამბურგში გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე, დანილო სიკანმა გაიტანა. ასისტენტობა მას საქართველოს ნაკრების ფლანგელმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა გაუწია.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მხრიდან კარგად არავის უთამაშია. საშინელი მატჩი ჰქონდა რობერტ ლევანდოვსკისაც, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა.
პოლონელი გოლეადორისთვის ეს ზედიზედ მე-6 უგოლო შეხვედრაა.
ამაზე ცუდი შედეგი რობერტს ბოლოს 2010/2011 წლების სეზონში ჰქონდა, როცა დორტმუნდის "ბორუსიას" მაისურით ჩატარებული ზედიზედ 10 შეხვედრა დატოვა გოლის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პოლონელის მონაგარი 6 შედეგიანი დარტყმისგან შედგება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი