1 წლის წინ
"გეგმის მიხედვით არაფერი წასულა" - ჩავი "შახტართან" მარცხზე
"გეგმის მიხედვით არაფერი წასულა" - ჩავი "შახტართან" მარცხზე

დონეცკის "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ეგიდით წაგებული შეხვედრა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

"ჩემპიონთა ლიგა უმაღლეს დონეს ითხოვს და ჩვენ ეს დღეს არ გვიჩვენებია. გაბრაზებულები მივდივართ. ინტენსიურობა? არა, დღევანდელ შედეგს თამაშის ხარისხს დავაბრალებდი. ძალები უნდა აღვიდგინოთ და წინ წავიდეთ.

გეგმის მიხედვით არაფერი წასულა. ყველაფერი უკუღმა მოხდა.

ბოლო ორ წელში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ვითამაშეთ. ცუდი პერიოდი გვიდგას. ეს მენტალური საკითხია. 

ჩემი საქმე ისაა, რომ ფეხბურთელებმა თავდაჯერებულობა და დინამიკურობა აღიდგინონ. 

"პორტუსთან" შეხვედრაზე არ ვნერვიულობ, რადგან ისევ საკუთარ თავებზე ვართ დამოკიდებულები. ახლა ჩემთვის მთავარი "ალავესთან" მატჩია," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ჯგუფს კვლავ 9 ქულით ლიდერობს, მაგრამ გუნდმა მერვედფინალის საგზურის მოპოვება დღეს ვერ მოახერხა.


Facebook კომენტარები