1 წლის და 2 თვის წინ
ვინ შეცვლის პედრის - ჩავის პასუხი
ვინ შეცვლის პედრის - ჩავის პასუხი

"ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი, პედრი გონსალესი გუნდს 1 თვით გამოაკლდა. 20 წლის ვარსკვლავმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო.

ახლა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგთათვის მთავარი ისაა, თუ ვინ შეცვლის პედრის მისი არყოფნის პერიოდში. ეს შეკითხვა ჩავი ერნანდესსაც დაუსვეს.

"შემდეგი მატჩები პედრის გარეშე? ჩვენ გვყავს გავი, ფრენკი, კესიე, პაბლო ტორე, რობერტო... გვყავს ალტერნატივები, თუმცა პედრი განსაკუთრებული ფეხბურთელია და 1იგი ძალიან დაგვაკლდება.

ჩემთვის, პედრის პირდაპირი შემცვლელი სერხი რობერტოა. მას თამაში კარგად ესმის, დინამიურია, პედრის პოზიციაზე ბევრის მოცემა შეუძლია," - განაცხადა "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, როცა პედრის მოედნის დატოვება ნაადრევად მოუხდა, თამაშში სწორედ რობერტო ჩაერთო. კატალონიელმა ვეტერანმა 28-დან 23 პასი ზუსტად გააკეთა, ერთი გამამწვავებელი პასი შემოგვთავაზა და კარისკენ არ დაურტყამს.


Facebook კომენტარები