2 წლის და 2 თვის წინ
გადატვირთვა საჭიროა - რას ამბობენ ფეხბურთელები
გადატვირთვა საჭიროა - რას ამბობენ ფეხბურთელები

"ბარსელონას" ფეხბურთელები თვითკრიტიკულად არიან განწყობილნი, - წერს Sport.

შემადგენლობის ყველა წევრი იაზრებს, რომ გადატვირთვაა საჭირო. გასულმა კვირამ ფეხბურთელებზე ემოციურად ძალიან იმოქმედა. 

მოთამაშეთა ნაწილის აზრით, ნოემბრი სანაკრებო პაუზა იდეალურ დროს მოდის და იგი შეცდომების გასააზრებლად უნდა იყოს გამოყენებული. გასახდელიდან მომავალი კიდევ ერთი მესიჯი იმაში მდგომარეობს, რომ გუნდი კარგად ხვდება არსებული სიტუაციის უარყოფითობას.

ფეხბურთელებმა იციან, რომ პრობლემები სახეზეა და ისინი უნდა გამოსწორდეს.

არსებობს პოზიტიური შეხედულებაც - "ბარსელონაში" ბევრი იმას უსვამს ხაზს, რომ გუნდი მადრიდის "რეალს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდანაც თითქმის გასულია.

ჟოან ლაპორტა და კლუბის სპორტული დეპარტამენტი ჩავი ერნანდესს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. სწორედ "მაესტროა" ის ადამიანი, რომელმაც ვითარება უნდა შემოატრიალოს, თუმცა ამისთვის მას ფეხბურთელების დახმარება დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი "ბარსას" კვირას, "ალავესის" წინააღმდეგ ელოდება.


Facebook კომენტარები