1 წლის და 5 თვის წინ
"მერე კი ფულს ითხოვთ!" - "ბარსას" ფეხბურთელებს გაუბრაზდნენ
"მერე კი ფულს ითხოვთ!" - "ბარსას" ფეხბურთელებს გაუბრაზდნენ

"ბარსელონას" რომ დონეცკის "შახტართან" წაგებული მატჩი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლის გადადებად დაუჯდა, ეს უკვე მოგახსენეთ. იცით იმის შესახებაც, რომ კლუბმა ფინანსური სარგებლის ნახვის შანსიც გაუშვა ხელიდან.

კერძოდ, უკრაინული გუნდის დამარცხების შემთხვევაში, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 2.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებდნენ, განცდილმა მარცხმა კი ისინი ნულზე დატოვა.

როგორც ჩანს, "ბარსას" ხელმძღვანელობაში ამ ფაქტმა ზოგიერთი ძალიან გააბრაზა. ჟურნალისტ ადრიან სანჩესის ინფორმაციით, ფეხბურთელებისთვის ბორდის რამდენიმე წევრს ასეთი რამ უთქვამს:

"შემდეგ კი თქვენ უფრო მეტ ფულს ითხოვთ, როცა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიდის მოლაპარაკებები. დღეს 3 მილიონი დავკარგეთ... მერე კი უფრო მეტი ფული გინდათ!"

ესპანურ პრესაში აქამდეც წერდნენ იმაზე, რომ "ბლაუგრანაში" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 6-ვე შეხვედრის მოგება უნდოდათ, რათა უეფასგან დაწესებული საპრიზო თანხა სრულად მიეღოთ.

ცნობისთვის, მეხუთე ტურში კატალონიური გრანდი "პორტუს" დაუპირისპირდება.


Facebook კომენტარები