2 წლის და 2 თვის წინ
"რეალის" ფეხბურთელს შეიძლება "ბარსაში" ეთამაშა
"რეალის" ფეხბურთელს შეიძლება "ბარსაში" ეთამაშა

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში პორტუგალიურ "ბრაგას" მარტივად, ანგარიშით 3:0 მოუგო. შეხვედრის პირველი გოლი 24 წლის ნახევარმცველმა, ბრაჰიმ დიასმა შეაგდო.

"ბარსელონას" ქომაგებისთვის ეს ამბავი საინტერესო იმიტომაა, რომ ბრაჰიმს შეიძლება "ბლაუგრანაში" ეთამაშა. ყოველ შემთხვევაში, SPORT ამას ირწმუნება.

წყაროს თანახმად, როცა დიასი 12 წლის გახლდათ, იგი "ლა მასიაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

ბრაჰიმის მამა აკადემიის შეცვლაზე თანახმა იყო და ეს პატარა ესპანელსაც ახარებდა, თუმცა შემდეგ საქმეში ბრაჰიმის იმჟამინდელი კლუბი, "მალაგა" ჩაერია. "მალაგამ" ოჯახს სარფიანი შეთავაზებით მიმართა, რამაც ბრაჰიმი ანდალუსიაში დატოვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დიასი "რეალმა" "მილანიდან" დაიბრუნა. მიმდინარე სეზონში მან 2 გოლით მოასწრო თავის გამოჩენა.


Facebook კომენტარები