logo

მესი "ბარსელონას" მორიგ ტრანსფერს სთხოვს

მესი "ბარსელონას" მორიგ ტრანსფერს სთხოვს

Don Balon რომ ლიონელ მესის ჩუმი ჩანაფიქრების "უბადლო" მცოდნეა, ახალი ამბავი ნამდვილად არ გახლავთ.

ესპანურმა გამოცემამ ამჯერად გვამცნო, რომ არგენტინელ მეგავარსკვლავს "ბარსელონაში" ახალი ცენტრალური მცველის ხილვა სურს.

წყაროს თანახმად, ლეომ თავისი მოთხოვნის შესახებ უკვე ამცნო "ბლაუგრანას" პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს.

როგორც ჩანს, "ლა პულგა" გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად დაცვის ცენტრის არადამაჯერებლობას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" აქტიურად უკავშირებენ "რედ ბულ ლაიპციგის" უკანახაზელ დაიოტ უპამეკანოს. ცნობილია ისიც, რომ "ბარსა" ფრანგი ფეხბურთელის დამატებას ზაფხულში აუცილებლად ეცდება.

5 თვის წინ
635 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 487
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ