2 წლის და 2 თვის წინ
"ბარსას" ფეხბურთელი თავის ყოფილ გუნდში? - საინტერესო განცხადება
"ბარსას" ფეხბურთელი თავის ყოფილ გუნდში? - საინტერესო განცხადება

"ჟირონას" სპორტული დირექტორი, კიკე კარსელი აცხადებს, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველს, ორიოლ რომეუს თავის გუნდში სიამოვნებით დააბრუნებდა.

"ორიოლ რომეუს აქ დაბრუნება ძალიან გამიხარდებოდა. მან ჩვენთვის ჯადოქრული რაღაცები გააკეთა.

ამას 100%-ით ვისურვებდი. არ ვფიქრობ, რომ "ბარსასთან" შეთანხმება შეუძლებელია. ეს რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი," - თქვა კარსელმა.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" 32 წლის შუახაზელი სწორედ "ჟირონადან", გასულ ზაფხულს შეიძინა. კატალონიურ კლუბს ორიოლის სანაცვლოდ 3.4 მილიონი ევრო გადაუხადეს.

რომეუს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში ესპანელმა 1 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები