"ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩს ჩაატარებს და შინ "დეპორტივო ალავესს" მიიღებს. კატალონიური გრანდი აღნიშნულ დაპირისპირებას საკმაოდ ცუდ ფორმაში ხვდება - გუნდს ბოლო 3 თამაშიდან 2 წაგებული აქვს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთა:
"ახლა ალტერნატივებსა და განსხვავებულ ვარიანტებზე ფიქრის დროა. ჩვენ იდენტობას ისე უნდა ვუერთგულოთ, როგორც აქამდე არასდროს გაგვიკეთებია."
"ფეხბურთელებს გამარჯვება სწყურიათ. ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ბევრ გასახდელში ვყოფილვარ და, ადამიანურ დონეზე, ეს ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც მინახავს."
"ჟოან ლაპორტას ვესაუბრე. ამას ყოველი მატჩის შემდეგ ვაკეთებ. ის მშვიდადაა. ჩვენდამი ყველა მაქსიმალური ნდობითაა განწყობილი."
"ფრენკი დე იონგი "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრაში დაბრუნდება. პედრი 100%-ით მზადაა."
"ლიდერობის განვითარებაზე პასუხისმგებლობა კაპიტნებს ეკისრებათ. მე პოზიციური თამაშის გამოსწორება მევალება."
"საბოლოო სურათზე ივნისში უნდა ვიმსჯელოთ, როცა სეზონი დამთავრდება."
გეტყვით, რომ "ბლაუგრანას" ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.