"ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე საკამათო მომენტი (კუნდესა და რაშფორდის ორთაბრძოლასთან ერთად) შეხვედრის მიწურულს დაფიქსირდა, როცა ანგარიში უკვე 2:2 გახლდათ.
სერხი რობერტოს მიერ თავით დარტყმული ბურთი "წითელი ეშმაკების" ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფრედს აშკარად ხელზე მოხვდა, თუმცა პენალტი არ დაინიშნა.
ეპიზოდი ვიდეორეფერიმაც გადაამოწმა, მაგრამ მაურისიო მარიანიმ ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მაინც არ გაიშვირა.
არადა, პენალტი რო დასადები იყო, ამაზე ლა ლიგის ყოფილი რეფერის, სეზარ ბერენჩეა მონტეროს განცხადებაც მეტყველებს.
"ჩავი მართალი იყო. ფრედმა აშკარად ხელით ითამაშა და პენალტი უნდა დანიშნულიყო," - თქვა მონტერომ.
შეგახსენებთ, რომ "ემიუსა" და "ბლაუგრანას" განმეორეობითი შეხვედრა 23 თებერვალს შედგება. "ოლდ ტრაფორდზე" გასამართი მატჩი თბილისის დროით 23:55 საათიდან აიღებს სტარტს.