2 წლის და 2 თვის წინ
გამოსავალი ნაპოვნია - ჩავის მხოლოდ მისი იმედი აქვს
გამოსავალი ნაპოვნია - ჩავის მხოლოდ მისი იმედი აქვს

Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" კარგ ფორმაში დაბრუნებაში პედრი გონსალესი დაეხმარება.

20 წლის ნახევარმცველს "ალავესთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ელოდებიან.

უკანასკნელ შეხვედრებში "ლურჯ-ბროწეულისფერთ" შანსების შექმნა ძალიან უჭირთ და ჩავი იმედოვნებს, რომ ამ პრობლემას პედრი გადაჭრის.

გუნდისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ფრენკი დე იონგიც, თუმცა იგი ჯერ ვერ ბრუნდება.

ჩავის თქმით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრისთვის იქნება მზად.


Facebook კომენტარები