2 წლის და 2 თვის წინ
"ნიუკასლმა" თვალი "ბარსელონას" ფეხბურთელს დაადგა
ავტორი
Aa
"ნიუკასლ იუნაიტედი" ანდრეას კრისტენსენით ინტერესდება, - იუწყება SPORT.
ცენტრალურ მცველს "ბარსელონაში" ისეთი სათამაშო პრაქტიკა აღარ ეძლევა, როგორსაც იგი გასულ სეზონში გახლდათ მიჩვეული. რონალდ არაუხო და ჟიულ კუნდე დაცვის ცენტრის ძირითად ბირთვს შეადგენენ, მესამე უკანახაზელის პოზიციაზე კი ჩავი ინიგო მარტინესს ანიჭებს უპირატესობას.
აქედან გამომდინარე, დანიელმა ფეხბურთელმა რომ "ბლაუგრანადან" მოინდომოს წასვლა, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება.
ფინანსურად ძლიერი "კაჭკაჭების" შეთავაზება კატალონიელთათვის შეიძლება იმდენად მომხიბლავი იყოს, რომ "ჯორდებმა" მიზანს მიაღწიონ კიდეც.
27 წლის ანდრეასმა მიმდინარე სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი