1 წლის წინ
პედრი: "პირველ ტაიმში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი"
ავტორი
Aa
პედრი გონსალესმა "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში აგვისტოს შემდეგ პირველად ითამაშა. 20 წლის ესპანელის დაბრუნება წარმატებული გამოდგა - "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" "ალავესს" ანგარიშით 2:1 მოუგეს.
მძიმე ბრძოლაში მოგებული მატჩი პედრიმ მცირე კომენტარით შეაფასა.
"როცა 3 ქულას ვიღებთ, თამაშს ბედნიერნი ვტოვებთ, რადგან ეს რთული მატჩი იყო, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.
პირველ ტაიმში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. ბურთი ბევრჯერ დავკარგე. თამაშის რითმში უნდა დავბრუნდე.
ამ სეზონში უკვე რამდენჯერმე მოგვივიდა, რომ გოლი მატჩის სტარტზევე გავუშვით. ეს აღარ უნდა განმეორდეს," - თქვა პედრიმ.
Facebook კომენტარები