2 წლის და 2 თვის წინ
"ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი ჩავის უბრაზდება (ფოტო)
ავტორი
Aa
"ლოს ანჯელეს გელექსის" ესპანელმა ნახევარმცველმა, რიკი პუჩმა ტვიტერზე მოიწონა პოსტი, სადაც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესია გაკრიტიკებული.
აღნიშნული პოსტის ავტორი ჩავის "ლა მასიას" ფეხბურთელებისადმი ნდობის ნაკლებობის გამო აკრიტიკებს:
"ჩავი ამას მალე მიაღწევს: "ბარსელონას" სასტარტო თერთმეტეული აკადემიის აღზრდილების გარეშე. დღეს მათი რიცხვი მხოლოდ ორი იყო. "ბარსელონას" მალე ჩვენ ვეღარ ვიცნობთ."
ორი "ლა მასიელი", რომლებიც დღეს ძირითად თერთმეტეულში იყვნენ, ფერმინ ლოპესი და ლამინე იამალი არიან.
რაც შეეხება პუჩის, ჩავისადმი მისი წყრომა ახალი ამბავი არაა. "ბლაუგრანას" ყოფილ ნახევარმცველს არაერთხელ უთქვამს, რომ მთავარი მწვრთნელისგან საჭირო ნდობას ვერ გრძნობდა და კატალონიური გრანდი ამიტომაც დატოვა.

Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი