1 წლის წინ
"ბარსაში" უნდა დაფიქრდნენ - რა ხდება რაფინიას თავს
"ბარსაში" უნდა დაფიქრდნენ - რა ხდება რაფინიას თავს

რაფინიას მომავალი კლუბში განხილვის საკითხია, - იუწყება Sport.

"ბარსელონას" სპორტულ დირექტორს, დეკუს სჯერა, რომ ტრავმამოშუშებული რაფინია გუნდისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს, თუმცა ინგლისური კლუბები მასში დიდი თანხის გადასახდელად არიან მზად.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" არსებულ სიტუაციაზე ზაფხულში აუცილებლად იმსჯელებენ.

ბრაზილიელ გარემარბს შეთავაზებები გასულ ზაფხულსაც ჰქონდა. ინგლისის პრემიერ ლიგიდან მის შეძენას "ნიუკასლ იუნაიტედი" ცდილობდა. იყო დაინტერესება საუდის არაბეთიდანაც. 

რაფინიამ მაშინ წასვლა არ მოისურვა. 25 წლის შემტევის მომავალ აფეთქებაში დარწმუნებული გახლდათ დეკუც.

"ნიუკასლი" ბრაზილიელით დაინტერესებულთა რიგებში რჩება. "ბარსას" 11 ნომერი მოსწონს ლონდონის "ჩელსისაც". სხვათა შორის, "არისტოკრატები" რაფინიას ყიდვას მისი "ლიდს იუნაიტედში" ყოფნის დროსაც ცდილობდნენ, თუმცა სატრანსფერო ბრძოლა მაშინ "ბარსელონამ" მოიგო.

წყაროს თანახმად, რაფინიას კატალონიური გრანდის დატოვებაზე ფიქრიც კი არ უნდა, მაგრამ მაინც არაფერი უნდა გამოვრიცხოთ. აშკარაა, რომ შემტევი საჭირო თავდაჯერებულობით ვერ თამაშობს.

მიმდინარე სეზონში რაფინიას ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.


Facebook კომენტარები