2 წლის და 5 თვის წინ
აფრიკელი ტალანტი "ბარსას" რადარზე - ვინ არის იბრაჰიმ დიარა
ავტორი
Aa
ცნობილი ესპანური სააგენტოს, Jijantes-ის სპორტული ჟურნალისტის, ალბერტ როხეს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” 16 წლის მალელი ფეხბურთელის, იბრაჰიმ დიარას შეძენით ინტერესდება.
იბრაჰიმ დიარა Africa Foot-ის აკადემიის აღზრდილი გახლავთ. იგი შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც მარჯვენა გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. მისი მთავარი პლიუსები დარტყმა, დრიბლინგი და გამთამაშებლობაა.
“ბარსელონა” FIFA-ს წესების თანახმად, დიარას შეძენას 2024 წლის ზაფხულამდე ვერ მოახერხებს.
საქმე იმაშია, რომ “ბლაუგრანა” ტრანსფერის განსახორციელებლად დიარას გასრულწლოვანებას უნდა დაელოდოს.
ცნობისთვის, იბრაჰიმმა “ბარსელონას” 19-წლამდე გუნდთან ერთად ვარჯიში მოასწრო. მისი ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ