2 წლის და 2 თვის წინ
ჩავის წყალი შეუდგა? - "ბარსაში" ვიღაცები ალაპარაკდნენ
ჩავის წყალი შეუდგა? - "ბარსაში" ვიღაცები ალაპარაკდნენ

"ბარსელონას" ნოემბრის სანაკრებო პაუზამ სულზე მოუსწრო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზეა, ხოლო ლა ლიგაში "რეალს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, თამაშის ხარისხი კრიტიკას მაინც ვერ უძლებს. 

კატასტროფული გახლდათ კატალონიელთა გამოსვლა უკანასკნელ 4 შეხვედრაში, სადაც ისინი ორჯერ დამარცხდნენ, ორჯერ კი ძლივძლივობით გაიმარჯვეს.

ბუნებრივია, თუ ვითარება არ შეიცვალა, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს.

ჟურნალისტ ადრიან სანჩესის ინფორმაციით, ჩავის ჯერ საფრთხე არ ემუქრება. "ბარსას" ბორდის შეხვედრის მთავარი მესიჯი ის გახლდათ, რომ 43 წლის სპეციალისტს არ შეეხებიან. მათი რწმენით, სანაკრებო პაუზის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდება.

სანამ ჟოან ლაპორტა ჩავისადმი ნდობითაა განმსჭვალული, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სანჩესი წერს, რომ ხელმძღვანელობის ზოგიერთი წევრი უკვე ეჭვის თვალით უყურებს "მაესტროს".

ცნობისთვის, "ბარსელონა" სანაკრებო პაუზის შემდეგ თავის პირველ მატჩს 25 ნოემბერს ჩაატარებს. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" "რაიო ვალეკანოს" ესტუმრებიან.


Facebook კომენტარები