"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ, RAC1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კლუბის მიერ ინგლისურ "ბრაიტონში" განათხოვრებული თავდამსხმელის, ანსუ ფატის შესახებ ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ფატი შეიძლება დაბრუნდეს. "ბრაიტონში" ის იჯარის წესითაა წასული. ახალგაზრდაა და თავს ბედნიერად გრძნობს.
ვფიქრობ, "ბრაიტონი" კარგი არჩევანი იყო, რათა მას ფეხბურთის რეგულარულად თამაშის საშუალება მისცემოდა. მის პროგრესს თვალს ვადევნებთ. ყველაფერი ანსუს პერფომანსებზეა დამოკიდებული.
მიუხედავად ამისა, მისი დაბრუნება შესაძლებელია, რა თქმა უნდა," - თქვა პორტუგალიელმა.
დეკუს განცხადებიდან შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ თუ 20 წლის ესპანელი "თოლიებში" თავს კარგი თამაშით ვერ გამოიჩენს, "ბარსას" მაისურის ისევ მორგება ძალიან გაუჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ფატიმ "ბრაიტონში" უკვე 13 მატჩი ჩაატარა. მართალია, სასტარტო შემადგენლობის წევრად იგი ჯერ კიდევ არ ქცეულა, თუმცა 4 გოლისა და 1 ასისტის მითვლა მაინც მოასწრო.