1 წლის და 9 თვის წინ
ჩაშლილი ტრანსფერის ამბავი - რატომ ვერ გადავიდა ფელიქსი "ბარსაში"
ჩაშლილი ტრანსფერის ამბავი - რატომ ვერ გადავიდა ფელიქსი "ბარსაში"

მადრიდის "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფ პორტუგალიელ თავდამსხმელს, ჟოაუ ფელიქსს "ბარსელონას" ხშირად უკავშირებენ.

ჟოაუ ახლა ლონდონის "ჩელსიშია" განათხოვრებული და ზაფხულში "როხიბლანკოში" დაბრუნდება. ესპანურ პრესაში გაჟღერებული ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანა" 23 წლის თავდამსხმელის სიტუაციას ინტენსიურად აკვირდება.

ფელიქსისადმი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ინტერესზე აქამდეც ბევრი ვიცოდით, მაგრამ ის, რაც SPORT-მა შეგვატყობინა, უცნობი გახლდათ.

წყაროს თანახმად, 2022 წლის იანვარში "ბარელონამ" "ატლეტიკოსთან" ჟოაუს ტრანსფერი შეათანხმა. კატალონიური გრანდი 70 მილიონ ევროს გადაიხდიდა, ბონუსების გათვალისწინებით კი თანხა 130 მილიონ ევროს აღწევდა.

საბოლოო ჯამში, ახალგაზრდა ფეხბურთელს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მოუწია დარჩენა, რისი მიზეზიც ფინანსური ფეარ-პლეი და მასთან დაკავშირებული პრობლემები გახლდათ. ფელიქსის დარეგისტრირებას "ბარსა" უბრალოდ ვერ მოახერხებდა.

"ჩელსის" მაისურით ჟოაუმ უკვე 3 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება. "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ პორტუგალიელმა გოლიც გაიტანა.


Facebook კომენტარები