1 წლის და 12 თვის წინ
"შენიანისთვის უნდა იბრძოლო" - როგორ დაიცვა ინიგომ იამალი
ავტორი
Aa
"ბარსელონასა" და "ალავესს" შორის გასულ უქმეებზე ჩატარებულ მატჩში იყო უსიამოვნო ეპიზოდი, როცა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 16 წლის ტალანტს, ლამინ იამალს მეტოქე გუნდის ფეხბურთელი უხეშად შეეხო - ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ლამინი "ალავესის" კარში პენალტის დანიშვნას ითხოვდა.
ამას "ბლაუგრანადან" პირველი ცენტრალური მცველი, ინიგო მარტინესი გამოეხმაურა და თანაგუნდელი დაიცვა.
ინციდენტის შესახებ ინიგოს ჟურნალისტებმაც ჰკითხეს.
"ლამინი იმიტომ დავიცავი, რომ შენიანისთვის ყოველთვის უნდა იბრძოლო.
"ალავესის" ფეხბურთელები მის გაღიზიანებას ცდილობდნენ. სწორედ ამიტომ ჩავერიე და იქაურობას გამოვარიდე.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა, ერთად უნდა გადავლახოთ," - თქვა მარტინესმა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 6 დღის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი