2 წლის და 1 თვის წინ
დიასის მამა: "ლუისი "ბარსელონას" ფანია"
დიასის მამა: "ლუისი "ბარსელონას" ფანია"

"ლივერპულის" კოლუმბიელი შემტევის, ლუის დიასის მამამ, რომელიც კრიმინალთა ტყვეობისგან სულ რამდენიმე დღის დახსნილია, თავისი ვაჟის საყვარელი კლუბის შესახებ ისაუბრა.

როგორც ჩანს, 25 წლის ვარსკვლავი "ბარსელონას" გულშემატკივარია.

"ბარსელონასთან" კავშირი? "ბარსელონაზე" მას არაფერი უთქვამს, მაგრამ ლუისი "ბარსას" ფანია და მისი ოცნება "ბარსას" ფეხბურთელობაა. თუ შანსი გამოჩნდება, იგი "ბარსაში" სიამოვნებით გადავა.

ლუის დიასი "ბარსელონას" ერთგული გულშემატკივარია," - თქვა მამამ.

დიასს თავის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი გუშინ ჰქონდა. მან ბრაზილიის ნაკრებს დუბლი შეუსრულა და კოლუმბიას მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

26 წლის გარემარბმა "ლივერპულის" მაისური მიმდინარე სეზონის 14 მატჩში მოირგო, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 1 ასისტი.


Facebook კომენტარები