3 წლის და 2 თვის წინ
ჩავიმ პედრის ჩანაცვლების გზა უნდა გამონახოს
ჩავიმ პედრის ჩანაცვლების გზა უნდა გამონახოს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა პედრი გონსალესმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო. პედრის უქმობის სავარაუდო პერიოდად 1 თვე სახელდება.

"ბლაუგრანას" თავკაცი ჩავი ერნანდესი ახლა დიდი ამოცანის წინაშეა. მან უნდა მოიფიქროს, თუ როგორ შეცვალოს თავისი სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მომდევნო 1 თვის განმავლობაში.

AS-ის თქმით, საინტერესო ისაა, "მაესტრო" კვლავ 4 ნახევარმცველით გააგრძელებს თამაშს თუ 3 შემტევით ასპარეზობას დაუბრუნდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ემიუსთან" საპასუხო მატჩში "ბარსას" პაბლო გავიც გამოაკლდება, რომელსაც ყვითელი ბარათები დაუგროვდა. ეს ჩავის არჩევანს კიდევ უფრო ზღუდავს.

რაც შეეხება "კადისთან" შეხვედრას, SPORT არ გამორიცხავს, რომ იქ შანსი პაბლო ტორეს მიეცეს. ახალგაზრდა ნახევარმცველს პედრის მსგავსი მახასიათებლები აქვს.

ცნობისთვის, "ბარსასა" და "კადისის" ჯახი კვირას, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები