2 წლის და 1 თვის წინ
ოფიციალურად: "ბარსა" დეკემბერში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს
ოფიციალურად: "ბარსა" დეკემბერში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 21 დეკემბერს გუნდი ამხანაგურ მატჩს გამართავს.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, დალასში ითამაშებენ და იქ მექსიკურ "ამერიკას" დაუპირისპირდებიან.

ESPN-ის ჟურნალისტი სამუელ მარსდენი წერს, რომ "ბარსა" შტატებში "ალმერიასთან" შეხვედრის შემდეგ გაფრინდება. შეთანხმება იმგვარია, რომ პირველი გუნდის რამდენიმე ვარსკვლავმა გარკვეული დროის განმავლობაში აუცილებლად უნდა ითამაშოს.

Mundo Deportivo წერს, რომ ამ შეხვედრით "ბლაუგრან" 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.


Facebook კომენტარები