კოუტინიოს მომავალი გადაწყვეტილია - გრიზმანის მინიშნება

კოუტინიოს მომავალი გადაწყვეტილია - გრიზმანის მინიშნება

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა დღეს ონლაინ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საინტერესო განცხადებები გააკეთა.

29 წლის ფორვარდმა გულახდილად თქვა, რომ მომდევნო სეზონიდან "ბლაუგრანას" 7 ნომრის მორგებას ისურვებდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 7 ნომერი ვაკანტურია, ხოლო მისი წინა მფლობელი ფელიპე კოუტინიო გახლდათ, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნშია" განათხოვრებული.

ანტუანის განცხადება ბევრმა აღიქვა იმის აშკარა სიგნალად, კოუს მომავალი გადაწყვეტილია და იგი აუცილებლად დატოვებს "ბარსას".

აღსანიშნავია ისიც, რომ უდიდესი ალბათობით, ზაფხულში კოუ მცირე ხნით დაუბრუნდება კატალონიას, მაგრამ მალევე მას პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში გაასხვისებენ.

7 თვის წინ
1371 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ