1 წლის წინ
ჩავის ალვარესი მოსწონს - რა ართულებს "ბარსას" ამოცანას
ავტორი
Aa
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელ თავდამსხმელს, ხულიან ალვარესს "ბარსელონას" ხშირად უკავშირებენ ხოლმე.
ესპანურმა Sport-მა დღეს კიდევ ერთხელ დაწერა, რომ "ქალაქელთა" 23 წლის შემტევი "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის ფავორიტიცაა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესაჭე ხულიანს სამომავლო გაძლიერებად ხედავს.
წყარო იმ ფაქტორსაც ასახელებს, რაც "ბარსას" ტრანსფერის განხორციელებას გვარიანად გაურთულებს.
საქმე ალვარესსა და "სიტის" შორის გაფორმებულ კონტრაქტს ეხება, რომელსაც ძალა 2028 წლის ივლისამდე აქვს.
მიმდინარე სეზონში არგენტინელი მანჩესტერული გუნდის სასტარტო შემადგენლობის ლამის უცვლელ წევრად იქცა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში მას 7 გოლი და 5 ასისტი აქვს მითვლილი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
საათის და 34 წუთის წინ
მაქსიმალური სიმკაცრე - ფლიკს მოთმინების ფიალა აევსო
2 დღის და 18 საათის წინ
მესი "ბარსას" ღონისძიებას ვერ დაესწრება - რა არის ამის მიზეზი
2 დღის და 20 საათის წინ
ფლიკი: ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
4 დღის და 3 საათის წინ
ღირსეული ჟესტი - მესი "ბარსელონას" სიყვარულს ისევ ამტკიცებს