2 კვირის და 2 დღის წინ
"ვერ მივხვდი, რა მოხდა" - მარკუს ტურამის ისტორია მესის შესახებ
"ვერ მივხვდი, რა მოხდა" - მარკუს ტურამის ისტორია მესის შესახებ

მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, მარკუს ტურამმა თავისი ბავშვობის ისტორია გაიხსენა, სადაც "ბარსელონას" ლეგენდა, ლიონელ მესი ფიგურირებს.

"10 წლის ასაკში "ბარსას" ვარჯიშზე წავედი, რათა მამაჩემი (ლილიან ტურამი) მენახა. ბუცები კი თან არ მქონდა.

მესი ახალგაზრდა იყო. ვარჯიშის მერე მინდოდა, რომ სხვა ბავშვებთან ერთად მეთამაშა. ლეო თითქმის ჩემი ზომის იყო: მე 38 ზომის ფეხსაცმელი მეცვა, მას კი - 40-41. მან ბუცები მათხოვა, ვითამაშე, შემდეგ კი მითხრა: "დაიტოვე".

10 წლის ვიყავი და ვერ მივხვდი, რა მოხდა. მეორე დღეს ის ბუცები მეგობარს მივეცი. ამას დღემდე ვნანობ," - უთხრა ფრანგმა შემტევმა DAZN-ს.

მაშინ, როცა მარკუსი ლეოს შეხვდა, "ლა პულგა" 20 წლის იყო და უკვე მიიჩნეოდა ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად. ტურამის სიტყვებში, რომ იმ ბუცის მეგობრისთვის მიცემას დღემდე ნანობს, ეჭვი ალბათ არავის გვეპარება.

რაც შეეხება მარკუსის მამას, ლილიანს, იგი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურს 2006-2008 წლებში ირგებდა. ფრანგმა "ბარსაში" 58 მატჩი ჩაატარა.


Facebook კომენტარები