2 წლის და 3 თვის წინ
ჩავი ფეხბურთელის მოყვანას ითხოვს - ბორდმა ამაზე უკვე იცის
ავტორი
Aa
ჩავიმ ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ზაფხულში მარტინ ზუბიმენდის ტრანსფერის განხორციელებას ეცადონ, - იუწყება ჟურნალისტი ალფრედ მარტინესი.
მარტინესი დარწმუნებულია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" გუნდის მთავარი მწვრთნელის თხოვნის შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ.
"რეალ სოსიედადის" საყრდენი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა.
მარტინით კლუბი გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდა, მაგრამ 24 წლის შუახაზელმა სან-სებასტიანში ისურვა დარჩენა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ბარიერი იქნებოდა მისი მაღალი ღირებულებაც.
ზუბიმენდის ხშირად უკავშირებენ ლონდონის "არსენალსაც".
მიმდინარე სეზონში ესპანელმა 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
4 თვის და 4 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი