1 წლის და 7 თვის წინ

რაფინია "ტოტენჰემს" მოუნდა - რა თანხას იხდიან "დეზები"

ავტორი
Aa
ლონდონის "ტოტენჰემს" რაფინიას იანვარში დამატება უნდა, - იუწყება SPORT.
ინგლისში ვარაუდობენ, რომ "ბარსელონა" 26 წლის შემტევს 70 მილიონ ევროდ შეაფასებს. სხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ, "სპურსი" რაფინიაში 35 მილიონ ევროზე მეტის გადამხდელი არაა.
"დეზები" ბრაზილიელი გარემარბით უკვე წლებია, რაც ინტერესდებიან. ახლა მათ იმით სარგებლობა სურთ, რომ რაფინიას "ბლაუგრანაში" სათამაშო დრო გვარიანად შეუმცირდა.
პრემიერ ლიგისთვის სატიტულო რბოლაში ჩართული "ტოტენჰემი" ზამთარში წინა ხაზის გაძლიერებას პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევს, რაფინია კი მათ ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად ესახებათ.
დისკვალიფიკაციისა და ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში ბრაზილიელს სულ 11 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 11 ნომრის ანგარიშზე 2 გოლი და 3 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 წუთის წინ

ოქროს ბურთის გამარჯვებული ფაქტიურად ცნობილი გახდა! - ვინ არის მთავარი ფავორიტი
1 დღის და 2 საათის წინ

მოლაპრაკებები დაწყებულია! - მესი საუდის არაბეთში?
1 დღის და 3 საათის წინ

რაშფორდიც გამოირიცხა! - ვის ყიდულობს ბარსელონა
3 დღის წინ

ნიკომ იამალს უთხრა, რომ... - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში