2 წლის და 1 თვის წინ
პაბლო ტორეს მომავალი ბუნდოვანია
პაბლო ტორეს მომავალი ბუნდოვანია

როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, პაბლო ტორე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარის წესით “ჟირონას” შეუერთდა.

ამ ეტაპისთვის, 20 წლის მოთამაშეს არცისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა.

გავლენიანი ესპანური გამოცემა Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” აპირებს, რომ იანვარში საიჯარო ხელშეკრულება გაწყვიტოს და პაბლო ტორე სეზონის მეორე ნახევარში არენდით ახალ გუნდში გაუშვას.

ცნობისთვის, ტორემ მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 


Facebook კომენტარები