2 წლის და 11 თვის წინ
ქალთა "კლასიკო" "ბარსამ" მოიგო - პიკეს რეაქცია
ავტორი
Aa
დღეს ესპანეთში ქალთა "ელ კლასიკო" გაიმართა.
"ბარსელონა ფემენიმ" მადრიდის "რეალს" 5:0 მოუგო. ეს ამ გუნდების რიგით მე-14 მატჩი გახლდათ - 14-ვე შემთხვევაში გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბრწყინვალე თამაშს მამაკაცთა გუნდის ლეგენდა, ჟერარ პიკე გამოეხმაურა.
გემახსოვრებათ, რომ გაშლილი ხელის მტევნით პიკემ 2010 წელს, "სამეფო კლუბისთვის" 5 უპასუხო გოლის გატანა აღნიშნა.
Facebook კომენტარები