logo

"ბორუსია" სანჩოს ფასს არ დააკლებს

"ბორუსია" სანჩოს ფასს არ დააკლებს

ცნობილმა იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ჯეიდონ სანჩოს სატრანსფერო ფასს არ დააკლებს.

როგორც მოგეხსენებათ, მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო სატრანსფერო ბაზარზე თანხები საგრძნობლად დაიწევს, თუმცა "ყვითლები" ამას არ აპირებენ.

წყაროს თანახმად, დორტმუნდელები სანჩოს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან.

შეგახსენებთ, რომ ჯეიდონით "ბარსელონა", მადრიდის "რეალი", ლონდონის "ჩელსი", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან.

3 თვის წინ
241 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ