logo

"ბარსელონას" სამიზნის მომავალი გაირკვა

"ბარსელონას" სამიზნის მომავალი გაირკვა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა გარემარბმა, პედრო როდრიგესმა, რომელსაც "არისტოკრატებთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა, რასაც "ლურჯების" ამჟამინდელი თავკაცი, ფრენკ ლემპარდი გამოეხმაურა.

"პედრო ჩემი გუნდის ნაწილია. სეზონი მასთან ერთად დავიწყე. ვიცი, რომ როდრიგესს მეტი სათამაშო დრო სურს. მას ნამდვილად აქვს ის, რითაც წარმატებაში წვლილის შეტანა შეუძლია. ესპანელის გამოცდილება და სისხარტე ნამდვილად დაგვეხმარება.

ის ახლა ლონდონშია. ვიცი, თუ რა სიტუაციაა პედროს კონტრაქტთან დაკავშირებით, მაგრამ სეზონის ბოლომდე ჯერ ძალიან შორია, მე კი თითოეული ფეხბურთელი მჭირდება, რადგან ფეხბურთი ცვალებადი სპორტია." - განაცხადა ლემპარდმა.

4 თვის წინ
404 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ