2 წლის და 1 თვის წინ
ან ახლა, ან არასდროს - "ბარსას" სამიზნის ამბავი
ან ახლა, ან არასდროს - "ბარსას" სამიზნის ამბავი

გვიდო როდრიგესისა და "ბარსელონას" ურთიერთობა ახლა ასეთი ფრაზით გამოიხატება - ან ახლა, ან არასდროს. აღნიშნულ ინფორმაციას SPORT ავრცელებს.

"ბეტისის" არგენტინელი ნახევარმცველის პროფილი "ბლაუგრანასთვის" იდეალურია იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე, მაგრამ მისი სიტუაცია კომპლექსურად ფასდება. გვიდო "ლურჯ-ბროწეულისფერთ" მხოლოდ ექვსი თვით შეიძლება შეუერთდეს, რადგან პაბლო გავის ტრავმა მარტო ამის საშუალებას იძლევა.

"ბარსელონაში" სჯერათ, რომ 29 წლის ფეხბურთელი ყველაზე მიახლოებულია იმასთან, რასაც ისინი ბაზარზე ეძებენ.

გვიდო საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე შესანიშნავად გამოიყურება.

"ბეტისი" იანვარში ხუან მირანდას გაყიდის. სატრანსფერო თანხის 40% კატალონიურ გრანდს ერგება. "ბეტისს" ასევე სურს "ბარსას" აღზრდილი მცველის, ჩადი რიადის უფლებების 100%-ით შესყიდვა. მაშასადამე, "ბარსელონას" აქვს მანევრირების საშუალება, რათა სევილიური კლუბი გვიდოს გაშვებაზე დაითანხმოს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში როდრიგესმა 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები