2 წლის და 1 თვის წინ
საინტერესო გადაწყვეტილება - "ბარსას" მოთამაშემ შეიძლება როლი შეიცვალოს
საინტერესო გადაწყვეტილება - "ბარსას" მოთამაშემ შეიძლება როლი შეიცვალოს

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. "მაესტროს" პაბლო გავი 9 თვით დააკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტარტო შემადგენლობაში იგი ვინმემ უნდა ჩაანაცვლოს.

Diario AS-ს თუ დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცმა არჩევანი უკვე გააკეთა.

წყაროს თანახმად, არაა გამორიცხული, რომ ჩავიმ ნახევარდაცვაში რაფინია ჩაწიოს.

ეს ამ სეზონში უკვე ვნახეთ. მაგალითად, "ბეტისთან" მატჩში, რომელიც "ბარსამ" ხუთბურთიანი სხვაობით მოიგო, ბრაზილიელმა სწორედ ნახევარმცველად ითამაშა.


Facebook კომენტარები