2 წლის და 1 თვის წინ
"ბარსელონას" მწვანე შუქი აუნთეს - კლუბი ჯერ მაინც იცდის
"ბარსელონას" მწვანე შუქი აუნთეს - კლუბი ჯერ მაინც იცდის

"ბარსელონას" ლა ლიგიდან შეატყობინეს, რომ ვიტორ როკეს იანვარში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" ურჩევნია, დაიცადოს და წერილობითი დასტური მიიღოს. ამ დასტურის მიღების შემდეგ გადაწყდება, კლუბი ბრაზილიელ თავდამსხმელს დაიმატებს თუ რომელიმე ნახევარმცველს იყიდის.

როგორც ირკვევა, "ბარსას" ტრავმირებული პაბლო გავის ხელფასის 80%-ის გამოყენება შეეძლება, რათა "ატლეტიკო პარანაენსედან" შეძენილი სუპერტალანტი დაარეგისტრიროს.

შეგახსენებთ, რომ პაბლო გავიმ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რამაც ფეხბურთს 9 თვით ჩამოაშორა.

რაც შეეხება როკეს, "ატლეტიკო პარანაენსე" მასში 30 მილიონ ევროს მიიღებს. ხელშეკრულებაში გაწერილია 31 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიც.


Facebook კომენტარები